2015 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5,3% შეადგინა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3% შეადგინა.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის ნოემბერში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3% შეადგინა, იუწყება საქსტატი“.

 „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3% შეადგინა.

გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
ქუმსიშვილი: მშპ-ის ზრდა 2015 წელს 3% იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ ზრდას, ძირითადად, გარე ფაქტორებმა შუშალა ხელი. რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება საქონლის ექსპორტიდან და მომსახურებიდან შემოსავლებზე უარყოფითად მოქმედებს. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, შიდა მოთხოვნებთან იყო დაკავშირებული, რომელიც ფულადი გადმორიცხვების შემცირებისა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მომსახურების ტვირთის გამო შესუსტებულია, იუწყება ეროვნული ბანკი.

2015 წლის ნოემბერში ქვეყნის ბიუჯეტში შემოსავლებმა 616,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 11,3 მლნ ლარით ნაკლებია.

2015 წლის ნოემბერში ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 647,8 მლნ ლარი შეადგინა მაშინ, როდესაც 2015 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 713,1 მლნ ლარი იყო.


ყველა ახალი ამბავი
0