თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1 იანვრიდან ახალი დიზაინის შიდა სატრანზიტო ნომრები შემოიღო, აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ სატრანზიტო ნომრებზე სერია და ნომერი თეთრ ფონზე წითლად დაიწერება, ხოლო მარცხენა კუთხეში იქნება ლურჯი ხაზი, რომლის ზედა მხარეს გამოსახული იქნება საქართველოს დროშა საერთაშორისო კოდით GE.
ფალსიფიკაციის თავიდან არიდების მიზნით, ყოველ შიდა სატრანზიტო ნომერს აქვს ჰოლოგრამა საქართველოს გერბის გამოსახულებით.
შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს.