აშშ–ში მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უფლებების შეზღუდვა დასაშვებია

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესისა“ და კვლევითი ცენტრის NORC–ის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა მზადაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმისგან დაცვის მიზნით, დროებით დათმოს სამოქალაქო თავისუფლებები.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესისა“ და კვლევითი ცენტრის  NORC–ის მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობის აზრით, მთავრობას აქვს უფლება, დროებით შეზღუდოს მოქალაქეთა თავისუფლებები, თუკი ეს აუცილებელია ტერორიზმისგან მათ დასაცავად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნათქვამია ცენტრის საიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„პარიზის ტერაქტებისა და კალიფორნიაში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ცალკეულ მოქალაქეთა შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება შეეხოს მათ ცხოვრებას ტერორიზმი, შესამჩნევად შეიცვალა. მაგალითად, ამერიკელთა დაახლოებით 20%-ს უკიდურესად აშფოთებს ის, რომ ისინი და მათი ახლობლები შეიძლება ტერორისტულ შეტევებს ემსხვერპლნონ. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. შიში არსებობს არა მხოლოდ ისლამისტების, არამედ ადგილობრივი ტერორისტების მიმართაც“, — განაცხადა ცენტრის დირექტორმა ტრევორ  ტომპსონმა (Trevor Tompson). 

NORC–მა დეკემბერში მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის სპეციალისტებმა შეაფასეს, თუ რამდენად შეიცვალა ამერიკელთა დამოკიდებულება „პატრიოტთა აქტისა“ და თავისუფლებების შემზღუდავი სხვა ზომების მიმართ, რომლებიც აშშ–ის მთავრობამ ბოლო წლებში მიიღო ტერორისტული საფრთხის გაძლიერების გამო. 

როგორც გაირკვა, „ისლამური სახელმწიფოს“ გაჩენამ, ტერაქტებმა პარიზში, სინის ნახევარკუნძულზე, კალიფორნიასა და მსოფლიოს სხვა ადგილებში, შესამჩნევად შეცვალა უბრალო ამერიკელთა დამოკიდებულება თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის არსებული დილემისადმი. 

მაგალითად, ამერიკელთა 54%-ზე მეტს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო თავისუფლებების დათმობა დასაშვებია, 25% კი ვარაუდობს, რომ თავისუფლებები ცალკეულ მოქალაქეთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე მაღლა დგას. გამოკითხულთა მესამედის აზრით, ერთიცა და მეორეც თანაბრად მნიშვნელოვანია.

ევროპელები - Sputnik საქართველო
ევროპისა და აშშ–ს მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს

ცენტრის სპეციალისტების განცხადებით, გამოკითხვაში ამერიკის სხვადასხვა რეგიონის, განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების, რასისა და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ათასზე  მეტი კაცი მონაწილეობდა. მოსაზრებები, როგორც ყოველთვის, პარტიული ხაზით გაიყო: „რესპუბლიკელთა“ დაახლოებით 66%-ს მიაჩნია, რომ მთავრობას უფლება აქვს, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე შეისწავლოს მოქალაქეთა ინტერნეტ–ტრაფიკები და მოისმინოს საუბრები. „დემოკრატთაგან“ კი ამგვარ მიდგომას მხოლოდ 45% ეთანხმება. „რესპუბლიკელთა“ დაახლოებით ორი მესამედის აზრით, აშშ უახლოეს მომავალში შესაძლოა გახდეს ისლამისტთა მსხვერპლი, ხოლო „დემოკრატთაგან“ ამ მოსაზრებას მხოლოდ 50% ეთანხმება. 

მთლიანობაში ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ მათი მთავრობა ადეკვატურად უმკლავდება ხმის, სიტყვისა და გამოხატვის, დამოუკიდებელი მედიის უფლებების დაცვის საქმეს. 


ყველა ახალი ამბავი
0