„ნენსკრა ჰესის“ ინვესტორი პროექტის რეალიზების მსვლელობას გაეცნო

© http://energy.gov.ge/მდინარე ნენსკრა
მდინარე ნენსკრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
280 მგვტ სიმძლავრის "ნენსკრა ჰესს" მდინარე ენგურზე ააშენებენ. ის ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის ჯამური ღირებულება ერთი მლრდ აშშ დოლარია.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ჰესის ინვესტორი კომპანია KWater-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტი სუ მიანგ კიმი თბილისს პროექტის რეალიზების პროცესის გასაცნობად ეწვია, იუწყება საქართველოს საპრტნიორო ფონდი.

ფონდში შეხვედრაზე პარტნიორებმა პროექტის რელიზებასთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს. KWater-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მშენებლობის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალი წლიდან პროექტის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი დიწყება.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება - Sputnik საქართველო
ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება

სუ მიანგ კიმმა აღნიშნა, რომ თავისი კომპანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობით ამაყობს და მზადაა, წყლის ინფრასტრუქტურის ბიზნესთან დაკავშირებით ქვეყანაში ინტერესები გააფართოვოს.

თავის მხრივ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სტუმარს კონკრეტული პროექტებით დაინტერესება შესთავაზა.

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის — „ნენსკრა ჰესის“ დაწყების საზეიმო ცერემონია 16 სექტემბერს გაიმართა.

თბილისი - Sputnik საქართველო
EBRD-მ და საპარტნიორო ფონდმა ნენსკრა ჰესის პროექტის რეალიზაციის დეტალები განიხილეს

280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესს მდინარე ენგურზე, სვანეთში ააშენებენ. ის ყოველწლიურად 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება ერთი მლრდ აშშ დოლარია.

პროექტს სს საპარტნიორო ფონდი კომპანია KWater-თან ერთად ახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას თბილისში 31 აგვისტოს მოეწერა ხელი. მშენებლობას უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo განახორციელებს, რომელიც ტენდერის შედეგად პროექტის მთავარმა ინვესტორმა — KWater-მა შეარჩია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“ პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).


ყველა ახალი ამბავი
0