Microsoft მომხმარებელს ხელისუფლების მხრიდან შპიონაჟის შესახებ აცნობებს

© https://www.facebook.com/Windows10LatestUpdates?fref=tsWindows 10
Windows 10 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია საფოსტო პროგრამა Outlook–ის ანგარიშების შესაძლო გატეხვაზე. კომპანია არ აზუსტებს, თუ რომელი ქვეყნების მთავრობები შეიძლება მოხვდნენ მათი მხედველობის არეში.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია „მაიკროსოფტი“ პროგრამა „აუთლუქით“ მოსარგებლე მომხმარებელს სახელისუფლებო ორგანოების მხრივ მათი ანგარიშების გატეხვის მცდელობის თაობაზე გააფრთხილებს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. 

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამამ მოქალაქეებისთვის თვალთვალის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

კომპანიას არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნის მთავრობებზეა საუბარი, ითქვა მხოლოდ ის, რომ საქმე რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანას ეხება. ამასთან, „მაიკროსოფტის“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათთვის ცნობილი იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა „აუთლუქის“ მომხმარებელთა ფოსტის გატეხვას. 

ამერიკის ხელისუფლება ანალოგიური სკანდალის ცენტრში ორი წლის წინ აღმოჩნდა, როდესაც ედვარდ სნოუდენმა აშშ სპეცსამსახურების მხრივ მასშტაბური თვალთვალის შესახებ აცნობა მსოფლიოს. 

ყველა ახალი ამბავი
0