მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ობამამ მოქალაქეებისთვის თვალთვალის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიბარაკ ობამა
ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ობამამ ხელი მოაწერა კანონს მოქალაქეებისთვის თვალთვალის შესახებ აშშ-ში როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ეგრეთ წოდებული, USA Freedom Act გარდაქმნის და აფართოვებს ხელისუფლების კონკრეტული ორგანოების შესაძლებლობებს საგარეო დაზვერვისა და სხვა მიზნებისთვის

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც სპეცსამსახურებს უფლება ეძლევათ მოიპოვონ მოქალაქეთა პირადი მონაცემები ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეგრეთ წოდებული USA Freedom Act „გარდაქმნის და აძლიერებს ხელისუფლების კონკრეტული ორგანოების შესაძლებლობებს საგარეო დაზვერვისა და სხვა მიზნებისთვის“.

საგარეო დაზვერვის ხსენება უკავშირდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0