თბილისში თხევადი ჟანგბადის მწარმოებელ საწარმოს ააშენებენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით 350 მლნ ლარი გამოიყო 124 პროექტის დაფინანსებაზე.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. კომპანია „მედ პროჯექტი“, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში თხევადი ჟანგბადის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს, — იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

კომპანია „მედ პროჯექტს“ სიმბოლურ თანხად, 1 ლარად გადაეცა მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც მანამდე სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებოდა. 

კომპანია ვალდებულებას იღებს, განახორციელოს 700 ათას ლარზე მეტის ინვესტიცია და პროდუქციის გამოშვება უკვე ორი წლის განმავლობაში დაიწყოს. 

ამას გარდა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი ასევე სიმბოლურ 1 ლარად გადაეცა კომპანია „კამარა ექსპრესს“. 

კომპანია ამ ტერიტორიაზე კვების პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს აგებას გეგმავს. აქ დამზადებული პროდუქცია გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში გავა ექსპორტზე. 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაახლოებით 350 მლნ ლარი გამოიყო 124 პროექტის დაფინანსებაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0