თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. შვედეთში ათეულობით ლტოლვილმა დროებითი თავშესაფრიდან გადასახლება მოითხოვა, რადგანაც იქ მოჩვენებების ეშინიათ, იუწყება შვედეთის საიმიგრაციო სამსახური.
უწყების წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით, სმოლანდის შტატის ქალაქ გრანაფორსში, თავშესაფარში მცხოვრებნი შეშინებული არიან ელექტრობის თვითნებური ჩართვა-გამორთვით, ასევე ხმაურით საკანალიზაციო სისტემაში.
სამშაბათს თავშესაფარში მცხოვრები 60 ლტოლვილიდან ნახევარზე მეტმა ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით მიმართა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეითედ პრესზე“ დაყრდნობით. მოლაპარაკებები მთელ დღეს გაგრძელდა და შედეგად, ღამის გასათევი ალტერნატიული ადგილის არარსებობის გამო, ლტოლვილები იძულებული გახდნენ, „ცუდ სახლში“ დაბრუნებულიყვნენ.
საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლები ამოუცნობ ფენომენს ბუნებრივი მიზეზებით — ჩამრთველების გაუმართაობითა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებით ხსნიან.