პროექტ voice-ს ვარსკვლავმა გელა გურალიამ Sputnik-ის კორესპონდენტს ახალ საგასტროლო ტურზე, საყვარელ დღესასწაულსა და ოცნებაზე უამბო.
— 2015 წლის დასასრულამდე სულ ცოტა დრო დარჩა. ამ წელს ყველაზე მეტად რამ გაგახარათ, რითი დაგამახსოვრდებათ ის?
— 2015-ში ბევრი რამ მოხდა. რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი? კონცერტები, რა თქმა უნდა. მაყურებელთან შეხვედრა ჩემთვის ზეიმია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მახარებს. რომელიმე ერთი კონცერტის გამოყოფა არ შემიძლია: ჩემთვის თითოეული ძვირფასია. თუმცა დამდეგ წელსაც განსაკუთრებული მოუთმენლობით ველოდები: საგასტროლო ტურს ვიწყებ რუსეთში (უკვე თებერვალში) და ეს უფრო სასიხარულო და მშვენიერი იქნება, რადაგანაც ძალზე დიდი ტურია დაგეგმილი.
— თქვენთვის ახალი წელი რასთან ასოცირდება? გაქვთ ოჯახში ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რაიმე ტრადიციები?
— ახალი წელი ჩემთვის საუკეთესო და ყველაზე სასურველი დღესასწაულია. ყოველთვის მახსენდება ბავშვობა, როცა მთელი ოჯახი ვემზადებოდით, როცა ნაძვის ხეს ვრთავდით… ეს დღესასწაული ნათესავებთან შეხვედრის საშუალებას იძლევა, წინასაახალწლოდ და შემდეგაც საკუთარ ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ახალს ელოდები, მეტს ოცნებობ… ყოველთვის ვამბობ: თუ ოცნებას იწამებ, ის ასრულდება. ასე, ოცნებით ცხოვრობს კიდეც ადამიანი.
— თუ საიდუმლო არ არის, სად შეხვდებით ახალ წელს?
— ეს ჯერ არ ვიცი…
— რას უსურვებდით თქვენს თაყვანისმცემლებსა და Sputnik-ის მკითხველებს ახალ წელს?
— მთავარია ბედნიერება, ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე. მშვიდობა, სიკეთე, სიყვარული! ღმერთმა ქნას, რომ დამდეგ წელს ყველა ოცნება აგვისრულდეს!