სოსო პავლიაშვილი: ყველაზე მეტად ომის მეშინია

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისოსო პავლიაშვილი
სოსო პავლიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი სოსო პავლიაშვილი წინასაახალწლოდ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს „გონს მოეგონ და დიდ ომში არ ჩერთონ“.

ცნობილმა მომღერალმა, მსახიობმა და კომპოზიტორმა სოსო პავლიაშვილმა Sputnik-ს თავისი წინასაახალწლო ემოციები და განწყობები გაანდო.   

- 2015 წელში თქვენთვის ყველაზე მთავარი მოვლენა რა იყო?

— ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი მოვლენები ოჯახთანაა დაკავშირებული.  დანარჩენი — ყველგან დაძაბულობა, არეულობა და მღლვარებაა.

- რას ელოდებით მომავალი წლიდან?  შეიძლება სამომავლო გეგმები უკვე გაქვთ?

— მე ერთი რაღაც მინდა: რომ მსოფლიო ომი არ დაიწყოს. პირველ რიგში ამაზე ვფიქრობ, სხვა დანარჩენი — სისულელეა.

- სად შეხვდებით ახალი წლის ღამეს? ვისთან ერთად გეგმავთ ახალი წლის შეხვედრას?

— ახალი წლის ღამეს ვმუშაობ, შემდეგ კი ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავ ამ ლამაზ დღესასწაულს.

- 2016 წელს რას უსურვებდით Sputnik-ის მკითხველს? 

— ერთი რამის სურვილი მაქვს: რომ მსოფლიოს ლიდერები გონს მოეგონ და არ ჩაერთონ დიდ ომში. მე ამის იმედი მაქვს და ყველაზე მეტად ომის მეშინია.


ყველა ახალი ამბავი
0