თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ახალი, 2016 წლის დასაწყისიდან ძალაში შედის უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება, რასაც ბევრი კამათი მოჰყვა. მაგრამ კრიზისში ჩაფლული უკრაინა სავარაუდოდ ვერაფერს მოიგებს ამ ფეთქებადსაშიში გარიგებიდან, — წერს Deutsche Wirtschafts Nachrichte — ი.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ლიდერები ცდილობდნენ, „მხატვრული სტვენის“ დახმარებით დაერწმუნებინაზტ მოსკოვი, რომ უკრაინა ამ შეთანხმებით მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ნახავდა და, რაღა თქმა უნდა, შეინარჩუნებდა რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. იმის თქმა კი, რომ ასოცირების ხელშეკრულება მოიაზრებს არა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, არამედ ევროკავშირის თავდაცვით პოლიტიკაზე წვდომასაც, დაავიწყდათ. მოსკოვში, როგორც ყველაფრიდან ჩანს, ლისაბონის შეთანხმება ბევრად ყურადღებით წაიკითხეს, — აღნიშნავს გამოცემა.