ბელა ხოტენაშვილი Qatar Masters Open-ის ტურნირზე ქართველთა შორის საუკეთესო გახდა

© worldsport.geბელა ხოტენაშვილი
ბელა ხოტენაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი გახდა. მეორე და მესამე ადგილები ჩინელმა იანგიი იუმ და რუსმა ვლადიმირ კრამნიკმა გაინაწილეს.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ბელა ხოტენაშვილმა Qatar Masters Open-ის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც დოჰაში გაიმართა, ქართველთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ხოტენაშვილმა ფინალურ ტურში თეთრი ფიგურებით ინდოელი ჰარშიტ რაჯა დაამარცხა და 5 ქულით 132 მონაწილეს შორის 54-ე ადგილი დაიკავა. 

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, რომლის აქტივშიც 4 ქულაა, სხვა ქვეყნების მოჭადრაკეებს აჯობა. ნინო ბაციაშვილმა 3,5 ქულით 109-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სოფიკო გურამიშვილმა 3 ქულით 116-ე ადგილი.

ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი გახდა. მეორე და მესა მადგილები ჩინელმა იანგიი იუმ და რუსმა ვლადიმირ კრამნიკმა გაინაწილეს.

Qatar Masters Open 2015-ის ტურნირში მსოფლიოს 132 ძლიერი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. საპრიზო ფონდი 130 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, ტურნირის გამარჯვებულმა კი 27 ათასი აშშ დოლარი მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0