თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თურქეთი სირიაში უკიდურესად სახიფათო თამაშს თამაშობს და საიმედო პარტნიორის სტატუსს კარგავს, წერს The Wall Street Journal-ის მიმომხილველი, სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკი სტიუარტ როლო.
„Су-24-თან დაკავშირებულ ინციდენტზე რეაგირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერდოღანს „ტერორისტების თანამზრახველი“ უწოდა, რითაც ღიად ჩამოაყალიბა ის ფორმულირება, რომელიც დასავლეთის დიპლომატიურ წრეებში ხშირად გამოითქმის. თურქეთი თავის საზღვარზე „ისლამური სახელმწიფოს“ ნავთობსა და ტერორისტების მიერ მოპარულ არტეფაქტებს ატარებს, სანაცვლოდ კი დიდძალ თანხასა და შეიარაღებას იღებს“, — აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ექსპერტის მოსაზრებით, თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.
სირიაში ვითარება შეიცვალა, თუმცა ერდოღანის სტრატეგია უცვლელი დარჩა. ჯამში, თურქეთი კონფლიქტის დეესკალაციის გზაზე ერთგვარ წინააღმდეგობად იქცა, განმარტავს გამოცემის მიმომხილველი. ერთი მხრივ ანკარა სირიელი ქურთების წინააღმდეგ იბრძვის, მეორე მხრივ კი თურქეთი ორგანიზებული ტერორისტული ქსელის ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც შედის თავად „ისლამური სახელმწიფოც“. გარდა ამისა, თურქეთი სირიის ხელისუფლებაში სუნიტების მოსვლის წინადადებით გამოდის.
სტიუარტ როლო აღნიშნავს, რომ ამ ზაფხულს ერდოღანის მთავრობასა აშშ-ს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ამერიკელების მხრიდან თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ორი ბაზის გამოყენებას ითვალისწინებდა. ამ ბაზებს იყენებდა ასევე ანკარა ირანსა და სირიაში ქურთების სამხედრო შენაერთებზე შეტევისათვის.
დასავლელი ჩინოვნიკები, მედია და აკადემიური საზოგადოება თურქეთს განიხილავდა როგორც გავლენიან მედიატორს რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის კუთხით, თუმცა, დროთა განმავლობაში, ანკარა საერთაშორისო ტერორიზმის ლამის სპონსორად მიიჩნიეს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთ-ერთ საჯარო გამოსვლისას სირია-თურქეთის საზღვრის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკისთვის მთავარ პრობლებას მისი მოკავშირეების ქმედებები წარმოადგენს. გარდა ამისა, თურქეთი ნატოსთვის „სახიფათო მოკავშირედ“ იქცა, რომელიც ალიანსს რუსეთთან არასასურველ კონფლიქტში ითრევს, აღნიშნავს გამოცემა.