თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს წარადგინოს პროექტი, რომლის თანახმად სკოლის მოსწავლეები ბიზნეს-საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაათს, 29 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას.
ამჟამად პრემიერობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ამის შემდეგ ისინი მინისტრთა კაბინეტს კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობას გამოუცხადებენ.
„ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დაიწყონ ფიქრი, რა ჯობია, თუ ადამიანი ვინმესთვის კი არ მუშაობს, არამედ აქვს საკუთარი ბიზნესი და ის ბიზნესის მფლობელია და არა დაქირავებული მუშა. ჩვენ განათლების სისტემაში ახალ პროექტს დავიწყებთ, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის მთავრობა განათლების სფეროს განვითარებისთვის, პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ფარგლებში, გეგმავს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო რესურსების განვითარებას. ასევე გათვალისწინებულია სკოლამდელი და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაც.