კვირიკაშვილი პარლამენტის თბილისში გადმოტანას მხარს უჭერს

© Сайт парламентаსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში მდებარეობა საქართველოს მთავრობას დისკომფორტს უქმნის.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ქუთაისში მდებარეობა  ხელისუფლებისთივ კომფორტული არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს, 29 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მმართველი კოალიციის წევრებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის შესახებ. 2014 წლიდან  საკომიტეტო მოსმენები თბილისში ტარდება. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა პარლამენტისგან ნდობის ვოტუმის გამოცხადებას ელოდება

„პარლამენტის ქუთაისში მდებარეობა საქართველოს მთავრობას დისკომფორტს უქმნის, რადგანაც თბილისიდან ქუთაისში ჩამოსვლა გვიწევს. უკეთესი კომუნიკაციისთვის…, მთავრობის მოსაზრებით, კარგი იქნებოდა, რომ პარლამენტი თბილისში იყოს, თუმცა, მე საკონსტიტუციო უმრავლესობის აზრს პატივს ვცემ, როგორიც არ უნდა იყოს ის“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე განმარტა, რომ მთავრობა ქუთაისის განვითარებას გეგმავს მიუხედავად იმისა, სად იქნება განთავსებული საქართველოს პარლამენტის შენობა. ამისათვის იგეგმება მცირებიუჯეტიანი ავიაკომპანიების ქუთაისის აეროპორტში მოზიდვა, ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება და ინვესტორების მოზიდვა.

ამ დროისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის წევრების კითხვებს პასუხობს.


ყველა ახალი ამბავი
0