საქართველოს ახალი მთავრობა პარლამენტისგან ნდობის ვოტუმის გამოცხადებას ელოდება

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ თავდაცვის, ქვეყნის უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროების განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს.

თბილისი, 29 დეკემბერი  – Sputnik.  საქართველოს პარლამენტმა ახალ მინისტრთა კაბინეტს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, სამშაბათს, 29 დეკემბერს ნდობის ვოტუმი უნდა გამოუცხადოს. დეპუტატებმა მხარი უნდა დაუჭირონ აგრეთვე საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამას.

გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა: მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელია — გარდა ვიცე-სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა — ეს პოსტები გიორგი კვირიკაშვილს ეკავა. გარდა ამისა, პრემიერობის კანდიდატმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“ გააცნო.

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ლარის გაცვლითი კურსის მცოცავ რეჟიმს შეინარჩუნებს

სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები თავდაცვის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროების განვითარებისთვის ხელშეწყობაა.

კვირიკაშვილის მთავრობა ეკონომიკური დიპლომატიის განვითარებას, ბიზნესის პოპულარიზაციასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება ქართული ექსპორტის გაზრდა და ქართული ბიზნეს-ინტერესების ლობირება საერთაშორისო დონეზე.

ჯანდაცვის სფეროში მთავრობას დაგეგმილი აქვს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის განვითარება.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფექციური, ნარკომანიისა და ფსიქიური დაავადებების კონტროლს.  სამთავრობო პროგრამაში ასევე დაგეგმილია ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა.

განათლების სფეროში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, დაწყებითი და საშუალო კლასებისთვის ახალი სასწავლო პროგრამების მომზადება იგეგმება. გარდა ამისა, ყურადღბა დაეთმობა სკოლამდელი და პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი თვლის რომ "პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია"

მთავრობა გაამკაცრებს არალეგალური მიგრაციის, ტრეფიკინგისა და ნარკოდანაშაულის კონტროლს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ოჯახური ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულების, სამსახურებირივი უფლებამოსილებისა და კორუფციის პრობლემებს.

თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. ამ სფეროში პრიორიტეტულ მიმართულებად სამხედრო განათლება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება.

ხელისუფლება ასევე გეგმავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების გამტკიცებას, რომლის მიზანიც სხვა ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდაა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0