თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ კორტრეიკის საშობაო ტურნირში ბელგიური კლუბი ანგარიშით 74:70 დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა.
ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე მოიპოვეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 29:19 დაასრულეს. მეორე ტაიმი ძალთა თანაბარდობით გაიმართა და ანგარიშის მინიმალური განსხვავებით — 16: 15 — ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
ბელგიელებმა მატჩის ბედის შემობრუნება ¾ შეძლეს (19:11) და ქართველი კალათბურთელების უპირატესობა მინიმუმამდე დაიყვანეს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა პოზიციები არ დათმო და ფინალურ ორთაბრძოლაში ანგარიშით 20:17 გაიმარჯვეს და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.
მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ კვლავ გიორგი ცირიკიძე დასახელდა, რომლის აქტივშიც 18 ქულაა.