საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბელგიის ტურნირი U–18 გამარჯვებით დაიწყო

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული გუნდის მომდევნო მოწინააღმდეგე კორტრეიკში გამართულ საშობაო ტურნირში იტალიის „რომა“ იქნება.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ კორტრეიკის საშობაო ტურნირის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა ესპანური კლუბი „კანარისი“ დაამარცხა ანგარიშით 72:66.

მატჩის პირველ მეოთხედში გუნდები თანაბარი სიძლიერითა და უშეღავათოდ იბრძოდნენ. იგი ფრედ, ანგარიშით 17:17 დასრულდა. მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეს. შედეგად, ეს მეოთხედი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 20:11 დამთავრდა. 

შეხვედრის მეორე ნახევარი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ, მიუხედავად ძალისხმევისა, 9 ქულიანი სხვაობის გადალახვა ვერ მოახერხეს. 

ქართველ კალათბურთელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცისკარიძე დაასახელს. მან 16 ქულა მოიპოვა. 

ქართული გუნდის მომდევნო მოწინააღმდეგე კორტრეიკში გამართულ საშობაო ტურნირში იტალიის „რომა“ იქნება.  შეხვედრა 28 დეკემბერს გაიმართება. დასაწყისი 23:00 საათი თბილისის დროით. 

 

ყველა ახალი ამბავი
0