თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. გროდნოს ოლქის სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტებმა გროდნოს სპეციალიზებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის თოვლის ბაბუას ფოტორობოტი შექმნეს, იუწყება „Sputnik ბელარუსი“.
ექსპერტებმა სლავური ფოლკლორის გათვალისწინებით, ახალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟის ფოტორობოტი დახატეს.
„იდეა იმ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან შეხვედრისას დაგვებადა, რომელზე შეფობაც ჩვენ გვაქვს აღებული. ჩვენი პროფესიის სპეციპიკიდან გამომდინარე, ბავშვებთან ხშირად სხვადასხვა დროს გვიწევს ურთიერთობა. ამიტომ, საახალწლოდ ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი წლის მთავარი ჯადოქრის კომპოზიციური პორტრეტის შექმნა“, სააგენტო სასამართლო ექსპერტიზის უფროსის მოადგილის, დმიტრი გრინევიჩის სიტყვებს ციტირებს.
მისი განმარტებით, ზღაპრებში, სიმღერებსა და ლექსებში კარგადაა აღწერილი თოვლის ბაბუის ხასიათი, თუმცა, მხატვრებმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს ამ პერსონაჟის სრული პორტრეტის შექმნა.
„ამ დრომდე, ფაქტობრივად, არავის უნახავს ისეთი თოვლის ბაბუა, როგორიც ის სლავურ ფოლკლორშია წარმოდგენილი“, — აღნიშნა გრინევიჩმა.
გარდა ამისა, როგორც სააგენტო იტყობინება, სპეციალისტებმა გაითვალისწინეს მისი საცხოვრებელი ადგილი — უკიდურესად ჩრდილოეთი.
როგორც სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, ეს ერთჯერადი აქცია არ არის — სპეციალისტები ბავშვებს სხვადასხვა სიურპრიზებს ჰპირდებიან.