რუსთაველის გამზირზე ქვეყნის პარლამენტის შენობასთან საქართველოს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაიდგა. აქ უკვე გამოჩნდნენ თოვლის ბაბუები და სანტა კლაუსები, რომლებიც ბავშვებსა და მათ მშობლებს დამდეგ ახალ წელს ულოცავენ.
ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაიდგა. როგორც ქალაქის ადმინისტრაცია იუწყება, ეს ახალი ხელოვნური ნაძვის ხეა, რომელიც ტრადიციული ფორმისაა, მაგრამ რამდენიმე მეტრით უფრო მაღალი და განიერია.
ნაძვის ხესთან უკვე გამოჩნდნენ თოვლის ბაბუები და სანტა კლაუსები, რომლებიც გამვლელებს დამდეგ ახალ წელს ულოცავენ. აქვე გაშენდა საახალწლო სოფელი, სადაც იყიდება სუვენირები, სათამაშოები და საჩუქრები.
წინასაზეიმო ღონისძიებების ძირითადი პროგრამა თბილისში 25 დეკემბრის საღამოს დაიწყება. ამ დღეს ვარდების მოედანზე გაიხსნება საახალწლო სოფელი და თბილისის ცენტრში საზეიმო კონცერტები ჩატარდება.