პენტაგონმა უარყო ინფორმაცია ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის დაკავების შესახებ

გამოწერა
აბუ უმარ აშ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) დაკავებაზე პუბლიკაცია ადრეც გამოჩნდა არაბულ პრესაში. მის დაკავებაზე ასევე იტყობინებოდა ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ერაყის შს სამინისტროს წარმომადგენელმა საად მაანმა სააგენტო Sputnik-ს აცნობა, რომ ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ერაყის კირკუკში დაჯგუფება  „ისლამური სახელმწიფოს“ (დაიში) ერთ-ერთი მეთაური აბუ უმარ აშ-შიშანი (ნამდვილი სახელი თარხან ბათირაშვილი) დააკავა. პენტაგონის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 

„ამერიკულმა სპეცნაზმა დაიშის ორი მეთაური და აბუ უმარ აშ-შიშანი დააკავა“,- განაცხადა მაანმა და დააზუსტა რომ იგი ქალაქ ას-სულეიმანიაში გადაიყვანეს. 

პენტაგონის წარმომადგენელმა თავის მხრივ განუცხადა  РИА Новости-ს რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ეს არ არის სიმართლე“, — უთხრა საააგენტოს ინფორმაციის წყარომ. 

ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
საქართველოში აბუ ომარ ალ-შიშანის დაპატიმრებას არ ადასტურებენ

ბათირაშვილის დაკავებაზე პუბლიკაცია ადრეც გამოჩნდა არაბულ პრესაში. 

თარხან ბათირაშვილი, რომელიც საქართველოში დაიბადა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში მონაწილეობდა, ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირი ვალ ანსარს“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი  „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეს მეთაურობდა, სადაც უცხოელი მძევლები ყავდათ. მონაწილეობდა ორგანიზაციის ფინანსური ქვედანაყოფის მუშაობაში და მართავდა დაჯგუფების ოპერაციებს სირიის ერთ ერთ ოლქში. 2013 წელს იგი „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად დანიშნეს სირიის ჩრდილოეთში — ალეპოს, რაკას, ლატაკიასა და იდლიბის პროვინციებში. ზოგიერთი მონაცემებით, იგი 2014 წლის ნოემბერში მოკლეს და მისი რაზმის ხელმძღვანელობა სხვამ გადაიბარა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონ დოლარიანი ჯილდო გამოაცხადა ინფორმაციაზე, რომელიც მათ ბათირაშვილის დაკავებაში დაეხმარებათ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0