საქართველოში აბუ ომარ ალ-შიშანის დაპატიმრებას არ ადასტურებენ

© voenkor.info"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკები
ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც დაიშის ლიდერის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მანამდე მედია არაერთხელ იტყობინებოდა, რომ ალ-შიშანი გარდაიცვალა, თუმცა, ამ ინფორმაციას მისი ნათესავები არ ადასტურებდნენ.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად —დაიში) ლიდერის აბუ ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილი) პანკისში მცხოვრები ნათესავები და აშშ-ის საელჩო ერაყში ამერიკელი სპეცრაზმელების მიერ ბათირაშვილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც დაიშის ლიდერის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მანამდე მედია არაერთხელ იტყობინებოდა, რომ ალ-შიშანი გარდაიცვალა, თუმცა, ამ ინფორმაციას მისი ნათესავები არ ადასტურებდნენ.

ნიკოლოზ ჯანჯღავა - Sputnik საქართველო
საქართველოს გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ლექცია წაიკითხა

თარხან ბათირაშვილი, რომელიც საქართველოში დაიბადა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში მონაწილეობდა, ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება „ჯეიშ-ალ-მუხაჯირი ვალ ანსარს“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი  „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ციხეს მეთაურობდა, სადაც უცხოელი მძევლები ყავდათ. მონაწილეობდა ორგანიზაციის ფინანსური ქვედანაყოფის მუშაობაში და მართავდა დაჯგუფების ოპერაციებს სირიის ერთ ერთ ოლქში. 2013 წელს იგი „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურად დანიშნეს სირიის ჩრდილოეთში — ალეპოს, რაკას, ლატაკიასა და იდლიბის პროვინციებში. ზოგიერთი მონაცემებით, იგი 2014 წლის ნოემბერში მოკლეს და მისი რაზმის ხელმძღვანელობა სხვამ გადაიბარა. 

დაიში ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხეა მსოფლიოსთვის. სამი წლის განმავლობაში მან სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრო და თავისი გავლენის გაფართოებას მომავალში ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გეგმავს. 

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ჯარები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით (ისინი მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლებიან), ქურთები და ასევე ლიბანელი თუ ერაყელი შიიტი მეამბოხეები.  საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა ასობით ათასი მშვიდობიანი მცხოვრები, ხოლო რამდენიმე მილიონი ლტოლვილად იქცა. 


ყველა ახალი ამბავი
0