საქართველოს გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ლექცია წაიკითხა

© facebook.com/mod.gov.geნიკოლოზ ჯანჯღავა
ნიკოლოზ ჯანჯღავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიმოიხილა თუ რა ტიპის ბრძოლა მიდის დღეს ახლო აღმოსავლეთში, როგორია საქართველოს როლი ამ ბრძოლაში და „ისლამური სახელმწიფოს“ (დაიში) უკან მდგომი ძალების ინტერესები.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკაში წაიკითხა ლექცია თემაზე „ხალიფატიდან ისლამურ სახელმწიფომდე — საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები“, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური სამშაბათს, 15 დეკემბერს. 

„დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს მოიცავს „ისლამური სახელმწიფო“, რა ტიპის ბრძოლა არის გაჩაღებული დღევანდელ ახლო აღმოსავლეთში, რა როლი აქვს საქართველოს ამ ბრძოლაში და როგორ უნდა გავარკვიოთ, თუ რა პრობლემები შეექმნება „ისლამურ სახელმწიფოს“ ახლო მომავალში“,- აღნიშნა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

ლექციის მსვლელობისას ჯანჯღავამ დაიშის უკან მდგომი ძალების ინტერესებიც განიხილა. ლექციის დასასრულს კითხვა–პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა.  მსმენელები ტერორიზმის საფრთხეების თავიდან აცილებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის მოპოვების შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.

დამსწრე–საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ანა დოლიძემაც მიმართა.

„ჩვენ არა მხოლოდ მოვიხმართ ცოდნას, არამედ, ვქმნით, სამინისტროში დღეს ნამდვილად არის პოტენციალი, შევქმნათ ცოდნა და ავიმაღლოთ განათლების სტანდარტები. უნდა გავუთანაბრდეთ ევროპასა და ნატოს ქვეყნებს განათლების დონეში“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

დაიში ისლამური ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც უპირატესად სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე მოქმედებს. ის 2006 წელს თერთმეტი რადიკალური ისლამური დაჯგუფების შერწყმის გზით დაარსდა, რომელსაც სათავეში ადგილობრივი „ალ–ქაიდა“ ჩაუდგა. დღეს დაიში წარმოადგენს „ნახევრად რეალურ კვაზისახელმწიფოს“ მმართველობის შარიათის ფორმით, რომელიც „სუნიტური სამკუთხედის“ ტერიტორიას ნაწილობრივ აკონტროლებს.   


ყველა ახალი ამბავი
0