თავდაცვის სამინისტრო სამხედროების კვებას მთლიანად ადგილობრივი პროდუქტებით აპირებს

© facebook.com/mod.gov.geთინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხიდაშელმა განაცხადა, რომ სამხედრო ფორმის შეკერვას საქართველოში აპირებენ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აზრით, ეს ქვეყანას დამატებით ათობით მილიონ ლარს მოუტანს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ 2016 წლის გაზაფხულის დასაწყისიდან სამხედრო მომსახურეების კვება მხოლოდ ქართული პროდუქტით მოხდება.

 ადრე ქართულმა მედიამ სამხედრო ბაზებზე მასობრივი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა. თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფდა. გასულ წელსმთავარმაპროკურატურამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსსა და შპს „ქართული კვების კომპანიას“, რომელიც სამხედროებს პროდუქტებით ამარაგებდა, გულგრილობაში დასდო ბრალი.

ქართული არმია - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ქართული ჯარის კვების პრობლემა 2016 წლისთვის გადაიჭრება

„ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც გავაცანით გამარჯვებული ქართველი მეწარმეები საზოგადოებას. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული. 25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი მთელ დანარჩენ სისტემაზე და 1-ელი იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით. იანვარში გამოცხადდება ტენდერი ქათმის პროდუქტზე. ვმუშაობთ ინტენსიურად მომწოდებლებთან ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით“, — განაცხადა ხიდაშელმა პარლამენტში.

„მე მაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გაზაფხულის დასაწყისში, პრაქტიკულად მთლიანად, გარდა იმ ძალიან მცირე ჩამონათვალისა, რაც საქართველოში არ იწარმოება, მთლიანად კვება გადავიყვანოთქართველი მწარმოებლების, ქართული პროდუქციის ხელში. ეს დაახლოებით 40 მლნ ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში, ქართულ ბაზარზე და ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას მოემსახურება“, — დასძინა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ სამხედრო ფორმის შეკერვას საქართველოში აპირებენ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აზრით, ეს ქვეყანას დამატებით ათობით მილიონ ლარს მოუტანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0