საქართველოს შსს 1 იანვრიდან ახალ სატრანზიტო ნომრებს აწესებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფალსიფიკაციის თავიდან არიდების მიზნით, ყოველ შიდა სატრანზიტო ნომერს აქვს ჰოლოგრამა საქართველოს გერბის გამოსახულებით.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 2016 წლის 1 იანვრიდან ახალი დიზაინის შიდა ტრანზიტულ ნომრებს აამოქმედებს, აღნიშნულია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.

 პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ სატრანზიტო ნომრებზე სერია და ნომერი თეთრ ფონზე წითლად დაიწერება, ხოლო მარცხენა კუთხეში იქნება ლურჯი ხაზი, რომლის ზედა მხარეს გამოსახული იქნება საქართველოს დროშა საერთაშორისო კოდით GE.

თბილისი - Sputnik საქართველო
შსს-მ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის მიზეზები განმარტა

 ფალსიფიკაციის თავიდან არიდების მიზნით, ყოველ შიდა სატრანზიტო ნომერს აქვს ჰოლოგრამა საქართველოს გერბის გამოსახულებით.

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური და ვადები არ იცვლება. შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0