ჩინეთმა ისტორიაში პირველი ანტიტერორისტული კანონი მიიღო

© Личный архив Михаила Айдиноваჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონი, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ტერორიზმთან ბრძოლაზეა მიმართული, თუმცა, ის ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ჩინელმა კანონმდებლებმა ქვეყნის ისტორიაში პირველი ანტიტერორისტული კანონი მიიღეს, იუწყება კვირას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
 სააგენტოს ცნობით, კანონი, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ტერორიზმთან ბრძოლაზეა მიმართული, თუმცა, ის ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების გამტკიცებას შეუწყობს ხელს.
 ჩინეთში აქამდე სპეციალური ანტიტერორისტული კანონი არ არსებობდა. კანონპროექტის პირველი მოსმენა გასული წლის ოქტომბერში გაიმართა, მეორე — ამა წლის თებერვალში. კანონპროექტის მესამე მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს დაიწყო.

ჩინეთის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
ჩინეთი ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების პირობას დებს

 მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ინფორმაციათა ურთიერთგაცვლას სამთავრობო ორგანოებს, სამხედროებს, პოლიციას შორის, ასევე უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას კიბერსივრცეში, უსაფრთხოების შემოწმებას ტრანსპორტში, ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების აღკვეთასა და სახელმწიფო საზღვრების კონტროლს.
 კერძოდ, კანონპროექტი მონაცემთა შეკრებისთვის ანტიტერორისტული სადაზვერვო ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0