ჩინეთი ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების პირობას დებს

© Pixabay / SW1994ჩინეთის სახელმწიფო დროშა
ჩინეთის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთი ტერორიზმთან ბრძოლისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის განმტკიცებას აპირებს, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუნ ლეიმ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ ჩინეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის კომენტირებისას.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რადიკალური მოძრაობა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მიერ ჩინეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯის შემდეგ, განაცხადა, რომ ხელისუფლება მტკიცედ იბრძოლებს ტერორიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მძევლად აყვანილი ჩინელი ფან ცზინხუეიას მკვლელობა დაადასტურა და პირობა დადო, რომ ამ „მხეცური საქციელის“ ჩამდენი დამნაშავეები „პასუხს აგებენ“. ჩინეთის ლიდერმა სი ცზინიპინმა დაგმო ჩინეთის მოქალაქის მკვლელობა.

 „პეკინიმტკიცედ იბრძოლებს ნებისმიერი სახეობის ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციას ემუქრება. ჩვენ განვამტკიცებთ თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა უზრუნველვყოთ საერთაშორისო მშვიდობა და სტაბილურობა“, — განაცხადა ხუთშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუნ ლეიმ ჩინეთის მოქალაქის მკვლელობის კომენტირებისას. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინური მხარე მტკიცედ გმობს საერთაშორისო ტერორიზმს და მხარს უჭერს იმ ქვეყნების ნაბიჯებს, რომლებიც ებრძვიან ტერორისტულ საფრთხეებს. 

„კონტრტერორისტული საქმიანობის ფარგლებში უნდა ვებრძოლოთ როგორც ტერორიზმის სიმპტომებს, ისე მის ფესვებს“, — დასძინა ხუნ ლეიმ.

 

ყველა ახალი ამბავი
0