თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მას და მის მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ წარადგინეს. მთავრობის ახალ შემადგენლობაში, გარდა საგარეო საქმეთა მინისტრისა, კვირიკაშვილს ცვლილებები არ მოუხდენია.
„დღეს იყო პრიორიტეტი, რომ უმოკლეს ვადაში მიგვეცა ახალი მთავრობისთვის მანდატი. ამ მოკლე პერიოდში ვიცე-პრემიერის პოსტიდან სპეციფიკის დეტალების გარკვევა შეუძლებელია. ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში. დიდი იმედია, მანდატს მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი რომ გახდეს, კვირიკაშვილმა პარლამენტის ნდობა უნდა მიიღოს. ახალი მთავრობის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირის დასაწყისში იგეგმება.