ქვეყნის ვიცე-პრემიერები დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე იქნებიან

© facebook.com/GeorgianGovernmentდიმიტრიქუმსიშვილი
დიმიტრიქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახი კალაძე დარჩება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება, განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ახალი ვიცე-პრემიერები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იქნებიან, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ წარადგინეს. ღარიბაშვილის მთავრობაში კვირიკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. მეორე ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო.
  „კახი კალაძე დარჩება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
 დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2015 წლის სექტემბრიდან არის. მანამდე, ნახევარი წლის განმავლობაში ის ვიცე-მერი იყო.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს უცვლელად წარუდგენს

 ასევე, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ქუმსიშვილი მისი მოადგილე იყო.
 პოლიტიკაში მოსვლამდე დიმიტრი ქუმსიშვილი კერძო სექტორში საქმიანობდა. მათ შორის, იყო „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ხაზინის უფროსი. ის განათლებით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ყველა ახალი ამბავი
0