თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მინისტრების პოსტზე კანდიდატების წარდგენა გიორგი კვირიკაშვილის პრეროგატივაა, თვლის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ორ დღეში უნდა წარმოადგინოს.
„ვფიქრობ მას უნდა მივცეთ ეს ორი დღე და თავი შევიკავოთ წინასწარი პროგნოზებისაგან, რადგან კანდიდატთა წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ხოლო მათი დამტკიცება ან არ დამტკიცება — პარლამენტის“, — განაცხადა სერგეენკომ.
მას არ გაუკეთებია კომენტარი იმაზე, იქნება თუ არა თავად მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში და აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა.
23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველასთვის მოულოდნელად განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრებს შეუჩერდათ უფლებამოსილებები და ამ დროისათვის ყველა მათგანი მოვალეობის შემსრულებელია.