გამოცხადა კონკურსი „ნამახვანი ჰესის“ პროექტის რეალიზაციაზე

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიჰესი
ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი მოიცავს ორი ჰესის „ნამახვანისა“ და „ტვიშის“ მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. მისი სავარაუდო ღირებულება 730 მილიონი დოლარია.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ მდინარე რიონზე ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის პროექტის განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. 

 პროექტი მოიცავს ორი ჰესის „ნამახვანისა“ და „ტვიშის“ მშენებლობას დადგმული სიმძლავრით 433 მგვტ. მისი სავარაუდო ღირებულება 730 მილიონი დოლარია. 

 პროექტის რეალიზების მოდელია „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება“. კასკადის მშენებლობის დაწყება 2016 წლისათვის იგეგმება. 

 შერჩევაში მონაწილეობის სურვილის გამოხატვის საბოლოო ვადა 02.02.2016 წელი, 15:00 საათი. წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 07.04.2016 წელი, 15:00 საათი.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო - Sputnik საქართველო
ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო

 საბაზიდო პროექტის დიზაინი იტალიურმა  საკონსულტაციო კომპანიამ Studio Ing. G. Pietrangeli Srl. მოამზადა. ასევე მომზადებულია ობიექტამდე მისასვლელი გზების პროექტი, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, შესყიდულია მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები, აშენებულია ახალი ხიდი და ა.შ. 

 ამ დროისათვის მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები, რომლის გაცემა წლის დასაწყისში იგეგმება. ინვესტორის შერჩევის ძირიტადი კრიტერიუმი სახელმწიფოს მიერ სესაზენი ელექტროენერგიის მინიმალური ღირებულება იქნება. 

 სამინისტროში აღნიშნეს, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების თანახმად, ნამახვანი ჰესის პროექტის რეალიზაცია მისაღებია როგორც ეკონომიკური ისე ტექნიკური თვალსაზრისით. 


ყველა ახალი ამბავი
0