ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო

© FB / Irakli Garibashviliნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო
ნენსკრა ჰესის მშენებლობა დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
280 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე განახორციელებს. ნენკსრას პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის ნენსკრა ჰესის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია შედგა ოთხშაბათს, 16 სექტემბერს სვანეთში, მდინარე ენგურის ერთ-ერთ შენაკადზე. 

 ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, იტყობინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო. 

ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება - Sputnik საქართველო
ნენსკრა ჰესის მშენებლობა იწყება

 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე განახორციელებს. ნენკსრას პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი.“

 ფონდის მრჩეველი ამ პროექტში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაა —IFC.


ყველა ახალი ამბავი
0