ექსპერტი: კვირიკაშვილმა რუსულ–ქართულ ურთიერთობებში პოზიტივი უნდა შეიტანოს

გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე–პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის თავმჯდომარის, ექსპერტ პეტრე მამრაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი რუსულ–ქართულ ურთიერთობებში პოზიტივს შეიტანს.

ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა. ამის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე–პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა. კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარი საქართველოს პრეზიდენტმაც დაუჭირა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა კვირიკაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

„კვირიკაშვილი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ადამიანის, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობითაა განმსჭვალული. ზოგიერთი მინისტრისაგან განსხვავებით, მიუხედავად დიპლომატიური გამოცდილების არქონისა, მას საგარეო მინისტრობის პერიოდში საქართველოს საზიანოდ არცერთი განცხადება არ გაუკეთებია. ეს მისდამი სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა Sputnik–თან საუბრისას მამრაძემ. 

პრემიერ ღარიბაშვილს ქვეყნის საზიანო განცხადებები და ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს და მჯერა, რომ ახალი პრემიერ–მინისტრიც ამ გზას გაყვება, აღნიშნა ექსპერტმა.

„იმედია, კვირიკაშვილი რუსულ–ქართულ ურთიერთობებში პოზიტიურ როლს შეასრულებს“, – განაცხადა მან.

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არანაირ დათმობაზე არ წავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0