თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. მე მხარს ვუჭერ ახალი პრემიერის კანდიდატურას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარასკევს, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს პრემიერ–მინისტრის თანამდებობა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა. ამის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე–პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა და აღნიშნული კანდიდატურის შესახებ წინადადება პრეზიდენტს გადაეგზავნა.
„მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურა, რომელიც დასამტკიცებლად მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში რათა არ შეიქმნას რაიმე შეფერხება. ამ დღეებში მე მყისიერად დავუჭირე მხარი როგორც პრემიერ–მინისტრის გადადგომას, ისე ახალი პრემიერის კანდიდატურას. ახლა ჯერი საქართველოს პარლამენტზეა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.