საქართველოს პრეზიდენტმა კათალიკოს–პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 38–ე წელი მიულოცა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 38 წლის თარიღთან დაკავშირებით, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია მიმდინარეობს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათალიკოს–პატრიარქს აღსაყდრების 38–ე წელი მიულოცა.

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 38 წლისთავს. უკვე არაერთი ათწლეულია ხელთ გიპყრიათ ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე და ბრძენ მეგზურს წარმოადგენთ ყველა ჩვენგანისათვის. შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნა, თანამოძმეთა სიყვარული, ქვეყნისათვის მსახურება — ფასეულობები, რომელთაც თქვენი ცხოვრებით ამკვიდრებთ,  უნივერსალურია. ამიტომ თქვენი ღვაწლი ყველა ჩვენგანის საკუთრებაა“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცავაში.

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
25 დეკემბერი საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. 

დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა წამების ტაძარი აშენდა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0