ზახაროვა: სააკაშვილის სიტყვებზე ყურადღების მიქცევა ჯანმრთელობისთვის საშიშია

© RIA Novostiმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სააკაშვილი უკრაინის მაღალჩინოსანია, ამიტომ მოსკოვს არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს, თვალყური არ მიადევნოს მის განცხადებებს, რომლებსაც ის რუსეთის მისამართით აკეთებს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, ყურადღება არ მიაქციოს ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რადგანაც „ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია“. 

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, სააკაშვილი „მკაფიო საზოგადო მოღვაწე, უკრაინელი მაღალჩინოსანია“, ამიტომ მოსკოვს არ შეუძლია, თავს უფლება მისცეს, თვალყური არ მიადევნოს მის განცხადებებს, რომლებსაც ის რუსეთის მისამართით აკეთებს.

 „ჩვენ ყურადღება მივაქციეთ. თუმცა, ვცდილობთ, იშვიათად მივაქციოთ ყურადღება იმას, რასაც ბატონი სააკაშვილი ლაპარაკობს, რადაგანაც ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია“, – განაცხადა ზახაროვამ. 

ავაკოვმა განაცხადა, რომ სწუხს სააკაშვილთან მომხდარი ინციდენტის გამო

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ „დამატებით სააკაშვილის რაიმე დახასიათებას არ აპირებს, აქ ყველაფერი ნათელი და გასაგებია“. „მისი (სააკაშვილის) ბოლო ურთიერთობა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვთან ამის ნათელი დადასტურებაა“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ. 

მან ასევე განაცხადა, რომ ოდესის გუბერნატორის მტკიცებას, თითქოსდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი უკრაინაში სეპარატიზმის გაღვივებასთან რაიმე კავშირშია, რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.

მანამდე უკრაინის ეროვნული საბჭოს სხდომაზე ავაკოვი და სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მხარეებმა ერთმანეთს კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დასდეს ბრალი. მინისტრმა გუბერნატორს წყლიანი ჭიქა ესროლა და „მაისში ჩამოსულს“ ქვეყნის დატოვება ურჩია.

უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისა და ავაკოვის დაპირისპირებას „სამარცხვინო ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია შეურაცხყოფის მიყენება ქვეტექსტებითა და „უკრაინიდან გაეთრიეს“–მაგვარი წინადადებებით მიმართვა. 


ყველა ახალი ამბავი
0