ავაკოვმა განაცხადა, რომ სწუხს სააკაშვილთან მომხდარი ინციდენტის გამო

გამოწერა
არსენ ავაკოვმა ბოდიში მოიხადა „უსინდისო გახსნილობისა და ნილოვანი ტოლერანტობისათვის“. მან ასევე გაკვირვება გამოხატა პოროშენკოს განცხადების გამო - ქსენოფობიური ქვეტექსტების შემცველი შეურაცხყოფების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ იგი  „რეალურად სწუხს“  ინციდენტის გამო, როცა მან რეფორმების საბჭოს სხდომაზე, შეურაცხყოფისთვის ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.

 ორ პოლიტიკოსს შორის ინციდენტი გუშინ მოხდა. ავაკოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილს შეურაცხყოფისთვის სახეში წყალი შეასხა. მისი ვერსიით, „ბატონმა სააკაშვილმა, პასუხად ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ურთიერთობს რუს ოლიგარქთან „ურალხიმიდან“ და რა კავშირშია ეს საპორტო ქარხნის პრივატიზაციასთან – საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში იძარცვება სახელმწიფო საწარმოები და ავაკოვს უკრაინაში შეიარაღებული ფორმირებების გაუმჭვირვალე დაფინანსებაში და მისი უწყების კორუფციაში დასდო ბრალი. გუბერნატორის თქმით, ავაკოვმა და პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.  

 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სააკაშვილისა და ავაკიმოვის სკანდალური კამათის კომენტირებისას მიუთითა, რომ დაუშვებელია შეურაცხყოფა და ქსენოფობიური ქვეტექსტის შემცველი განცხადებები — „წაეთრიე უკრაინიდან“. პოროშენკომ ამ კამათს სამარცხვინო ინციდენტი უწოდა. 

 „რეალურად ვწუხვარ რომ ასე გამოვიდა. რეალურად მინდოდა მეკითხა მისთვის ორ დელიკატურ „თემაზე“, რომელიც მე გადმომიგზავნეს, და რომლებიც მე არც კი გადამიმოწმებია, რადგან ვთვლიდი, რომ სააკაშვილი თავად გაართმევს თავს, გაარკვევს ამას უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში და  სახალხოდ გასცემს პასუხს… მაგრამ აქვე გადავაწყდი „სქემებზე მჯდარ კორუფციულ მინისტრს“ და „ქურდს“, — დაწერა ავაკომოვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ოთხშაბათს. მან ასევე გაკვირვება გამოთქვა პოროშენკოს კომენტართან დაკავშირებით ქსენოფობიური ქვეტექსტის შემცველი შეურაცხყოფების დაუშვებლობაზე.

 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილთან კონფლიქტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

 პეტრე პოროშენკოს: თქვენ პატივცემულო პრეზიდენტო განცხადება გააკეთეთ და მე რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებული ვარ. ვის დებთ ბრალს ქსენოფობიაში? მე? სომეხს, რომელიც 3 წლიდან უკრაინაში ცხოვრობს? განა მე არ ვიცი? რომელმა ჩინოვნიკმა მოგაწოდათ რეაგირების ეს ფორმა?… თქვენ მე თქვენს ოფისში მომიწვიეთ რეფორმების საბჭოზე და არ მომეცით სიტყვის თქმის საშუალება. ორჯერ მოგმართეთ აპელირებით, არ გამოვიდა — ეტყობა ეს მხოლოდ სააკაშვილის თეატრი იყო… მხოლოდ მასში არ ჩქეფს ცხელი კავკასიური სისხლი…“, — წერს მინისტრი. 

ამასთან მინისტრმა ითხოვა ყველასაგან აპატიონ „უსინდისო გახსნილობა და ნულოვანი ტოლერანტობა“. „შემოქმედება (შექმნა) ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“, — აღნიშნავს შს მინისტრი.

 

ყველა ახალი ამბავი
0