თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ბრიუსელი საქართველოში, უკრაინასა და კოსოვოში უვიზო რეჟიმის შემოღებას 2016 წლის მეორე ნახევარში ელოდება, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ევროკავშირის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ვიგაუდას უშაცკასმა.
„ევროკომისიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა, კოსოვო და საქართველო შეესაბამებიან მოთხოვნებს რომელიც უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის არის აუცილებელი. შემდეგი ნაბიჯი — საკანონმდებლო პროცესია. ევროკომისია ფორმალურად წარმოადგენს ახალ კანონმდებლობას, ხოლო ევროკავშირის ქვეყნის მტავრობებმა და ევროპარლამენტმა იგი უნდა დაამტკიცონ“, — თქვა უშაცკასმა.
მან აღნიშნა, რომ „არ შეიძლება იმის ზუსტად თქმა, რამდენი დრო დასჭირდება ამას“. „მაგრამ მე ველოდები, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ამ ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმი იქნება შემოღებული“,- აღნიშნა ელჩმა.
მანამდე ევროკომისია იტყობინებოდა, რომ უკრაინამ და საქართველომ ყველა პირობა შეასრულეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში, ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართული იყვნენ იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთა მოქალაქეებს ნება აქვთ დართული ევროკავშირში უვიზოდ შევიდნენ. ამასთან ევროკომისია აღნიშნავს, რომ საბოლოოდ უვიზო რეჟიმის ამოქმედება შესაძლებელი იქნება რამდენიმე თვის შემდეგ.