სანტა-კლაუსმა მსოფლიოს გარშემო თავისი მორიგი საშობაო ტურნე წამოიწყო

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშისანტა-კლაუსი
სანტა-კლაუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიურად, შობის პირზე, საჰაერო სამხედრო ძალების ბაზა კოლორადოში საშობაო სანტა-კლაუსის თვალყურის დევნების ბაზად იქცევა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის ჯადოქარმა სანტა-კლაუსმა ხუთშაბათს თავისი მესამოცე — საიუბილეო მოგზაურობა დაიწყო მსოფლიოს გარშემო, რათა მიულოცოს ყველას შობის ნათელი დღესასწაული და პლანეტის ყველა ბავშვს საჩუქარი მიართვას, იტყობინება აშშ-სა და კანადის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანებული სარდლობა (NORAD).

 სანტა კლაუსი თავისი  ჩრდილოეთ პოლუსის რეზიდენციიდან  9 ირემ შებმული მარხილით 12:30 საათზე (თბ.დრ.) გამოფრინდა. ზღაპრული პერსონაჟის მარხილის სიგრძე 75 დაშაქრული ჯოხი და 150 კანფტია, ხოლო სიგანე 40 ჯოხი და 80 კანფეტი. მარხილის სიმაღლეც კანფეტებით იზომება და 55 დაშაქრული ჯოხისა და 110 კანფეტის ექვივალენტურია. მარხილის წონა — 75 ათასი შაქარყინულია. სატრანსპორტო საშუალებას არც ისე მარტივი ამოცანა აქვს შესასრულებელი — მთელი მსოფლიო უნდა შემოიაროს საკმაოდ მძიმე ტვირთით. სანტას წონა 117 კგ-ია, ხოლო საჩუქრების — ათეულობით ტონა. 

 ტრადიციულად, მარხილს ჰაერში 9 ირემი დააფრენს. მათთვის „საწვავი“ — თივა, სტაფილო და შვრიაა. მგზავრობას წინ სერიოზული სამზადისი უძღვოდა: სანტამ ირმები დააპურა, ბოლო განკარგულებები მისცა ელფებს და თავად ადევნებდა თვალყურს საჩუქრების შეფუთვას. სანტას გადაადგილებას თვალყურს ადევნებენ ამერიკელი და კანადელი სამხედროები. გარდა ამისა, საშობაო მოგზაურობაზე დაკვირვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეალური დროის რეჟიმში ვებ-გვერდზე www.noradsanta.org.

თოვლის პაპების ფესტივალი - Sputnik საქართველო
საქართველოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს თოვლის პაპა

 პროექტი „NORAD თვალყურს ადევნებს სანტას“ 1955 წელს დაიწყო, როცა კოლორადოს ერთ-ერთმა მსხვილმა უნივერმაღმა სარეკლამო ბანერი განათავსა, სადაც ბავშვებს მოუწოდებდა სანტა-კლაუსისათვის დაერეკათ. თუმცა ბანერზე განთავსებული ტელეფონის ნომერში შეცდომა გაიპარა და სანტა-კლაუსის ნაცვლად ბავშვებისათვის პასუხის გაცემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კონტინენტალური სარდლობის ცხელი ხაზის ოპერატორს მოუწია. 

 იმ დღიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, შობის წინ საჰაერო სამხედრო ძალების ბაზა კოლორადოში საშობაო სანტა-კლაუსის თვალყურის დევნების ბაზად იქცევა. მეტი ოპერატიულობისათვის NORAD მარშრუტის კონტროლის ოთხ სისტემას იყენებს — თანამგზავრებს, რადარებს, თვითმფრინავ-გამანადგურებლებს (კანადისა და აშშ-ს თავზე) და სპეციალურ „სანტა-კამერებს“, რომლის ვიდეო ხელმისაწვდომია YouTube-ზე. რადარებისათვის ორიენტირი  მარხილის ირემთა მეთაურის — ირემ რუდოლფის შუქნიშანივით მანათობელი წითელი ცხვირია. 


ყველა ახალი ამბავი
0