საქართველოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს თოვლის პაპა

© photo: Sputnik / Тарас Литвиненко / გადასვლა მედიაბანკშითოვლის პაპების ფესტივალი
თოვლის პაპების ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქველმოქმედო აქცია გულისხმობს შემდეგს: ბავშვები წერილებს მისწერენ თოვლის პაპას (ე. ი. ფონდს), რომლებიც ინტერნეტში განთავსდება და ერთი ან რამდენიმე ბავშვის სურვილის ასრულება, შეძლებისდაგვარად, ყველა მსურველს შეეძლება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის თოვლის პაპის როლის შესრულება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფონდ „საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისათვის“ მიერ ორგანიზებული აქცია ამის საშუალებას იძლევა, — იუწყება ქართული მედია.

საქველმოქმედო აქცია გულისხმობს შემდეგს: ბავშვები წერილებს მისწერენ თოვლის პაპას (ე. ი. ფონდს), რომლებიც ინტერნეტში განთავსდება და ერთი ან რამდენიმე ბავშვის სურვილის ასრულება, შეძლებისდაგვარად, ყველა მსურველს შეეძლება.

მსგავსი აქცია პირველად 2012 წელს ჩატარდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, თამთა დემურიშვილის ინიციატივით. სამი წლის წინ თოვლის პაპას წერილები საავადმყოფოში მყოფმა ბავშვებმა მისწერეს. მომდევნო წელს აქციას ლეიკემიითა და კიბოს სხვა ფორმებით დაავადებული ბავშვები შეუერთდნენ, რომლებიც რეაბილიტაციას ბერი ანდრიას სახელობის ფონდში გადიოდნენ.

2014 წელს თოვლის პაპამ სურვილები აუსრულა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, ასევე მათ, ვის დედებსაც ძუძუს კიბო აქვთ, ან ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალნენ.

ბავშვების წერილებისა და მათთვის საჩუქრების მიტანა შესაძლებელია თინათინ მაღალაშვილია მოდის სახლში მისამართზე: თბილისი, ყაზბეგის გამზირი 28/1. გარდა ამისა, შესაძლებელია ფულის გადარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშზე: TBCBG 22 GE03 TB79 5913 6080 1000 03 GE20 TB79 591361801000 04.

ორგანიზატორებთან დაკავშირებას შეძლებთ ტელეფონის ნომრით +995 555 55-56-63 (ნინო).


ყველა ახალი ამბავი
0