თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე – ხოდორკოვსკიმ მიმართა თუ არა გაერთიანებულ სამეფოს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით – პასუხის გაცემაზე.
„ვერაფრით დაგეხმარებით, ჩვენ ინდივიდუალურ საქმეენთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ უწყების წარმომადგენელმა.
ამ დღეებში ხოდორკოვსკიმ ტელეკომპანია „ბი–ბი–სი“–სთან განაცხადა, რომ მოქმედების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობას განიხილავს.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სასამართლომ ხოდორკოვსკის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ხოდორკოვსკის საქმის ძიება „ეკონომიკას არ ეხება, იგი წმინდა სისხლის სამართალია“.