თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ინტერპოლის საიტი ჯერჯერობით არ შეიცავს ინფორმაციას „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის ძებნის შესახებ, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
კერძოდ, საიტზე ძებნილ პირთა ჩამონათვალში გვარის „ხოდორკოვსკი“ ძიებამ შედეგი არ გამოიღო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სასამართლომ ხოდორკოვსკის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.