მატვიენკო: რუსეთსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმი შესაძლებელია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშივალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ კიევი რუსეთთან ურთიერთობებში დესტრუქციულ კურსს შეცვლის და ეროვნულ ინტერესებზე იზრუნებს, განაცხადა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სავიზო რეჟიმი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლებელია, მოსკოვს იმედი აქვს, რომ „კიევი რუსეთთან ურთიერთობებში დესტრუქციულ კურსს შეცვლის“, — განაცხადა  ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ პრესკონფერენციაზე, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
ფედერაციის საბჭო: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება 2016 წელს არის შესაძლებელი

„რაც შეეხება იმას, დადგინდება თუ არა სავიზო რეჟიმი — მოდით, შევხედოთ უკრაინის ქმედებებს, მიხვდებიან კი, რა ჩაიდინეს მოცემულ შემთხვევაში, და, ბოლოს და ბოლოს, იზრუნებენ თუ არა ეროვნულ ინტერესებზე, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე და არა საერტაშორისო სავალუტო ფონდის ინტერესებსა და ოკენის გაღმიდან მოსული ბრძანებების შესრულებაზე“, — განაცხადა მატვიენკომ. 

მისი თქმით, თუ უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება და გააცნობიერებს, რომ მთავარი — ეს საკუთარი ხალხის ინტერესებია და არა სხვა რამ, „როდესაც ისინი, ბოლოს და ბოლოს, შეცვლიან რუსეთთან ურთიერთობების აბსოლუტურად დესტრუქციულსა და უკრაინისთვის საზიანო კურსს, მაშინ, თუ ჩვენი მხრიდან რაიმე რეაქციის სჭიროება დადგება, რა თქმა უნდა, ვირეაგირებთ“. 


ყველა ახალი ამბავი
0