ფედერაციის საბჭო: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება 2016 წელს არის შესაძლებელი

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშივალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების დონეზე ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო ვარაუდობს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება 2016 წლისთვის იქნება შესაძლებელი. 

„ვვარაუდობ, რომ 2016 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ორგანიზება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მატვიენკომ.

როგორც მან აღნიშნა, დეკემბრის ბოლომდე რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდება, რადგანაც „ვიზების სრული გაუქმება – ეს რამდენადმე გრძელვადიანი პროცესია“.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ რუსეთთან ვიზალიბერალიზაციის პროცედურები განმარტა

„მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უკვე მომავალ წელს საქართელოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ავამოქმედებთ“, – აღნიშნა მან.

„ახალი ხელისუფლების (საქართველოში) მოსვლასთან ერთად, ურთიერთობების ნორმალიზების ახალი სიგნალები გაჩნდა. საგარეო უწყებების დონეზე ორმხრივი დიალოგი მიმდინარეობს“, – დასძინა მატვიენკომ.

ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზების გარეშე ეწვიონ საქართველოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები ესაჭიროებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 


ყველა ახალი ამბავი
0