თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კათოლიკური შობის (25 დეკემბერი) წინ მოსახლეობას მოუწოდა, გაიხსენონ ის ქრისტიანები და სხვა კონფესიის ადამიანები, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურის სახელმწიფოს“ მიერ იდევნებიან, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში, სადაც შობის დღეს ეკლესიის ზარები საუკუნეების განმავლობაში რეკდა, წელს დუმილი იქნება. ეს დუმილი ტერორისტების მხრიდან ქრისტიანების მიმართ გამოჩენილ სიმხეცეზე ტრაგიკულად მეტყველებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამიტომ აუცილებელია „გვახსოვდეს, რომ ბევრი ჩვენი მოძმე ქრისტიან ვერ სარგებლობს ამ უფლებით (შეხვდეს შობას), ჩვენს გულებსა და გონებაში გავიხსენოთ ისინი, ვინც გაუგონარი ძალადობისა და დევნის გამო საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს“, – დასძინა ობამამ.
მიმართვის ბოლოს ობამამ საშობაო სიმღერის ტექსტი გაიხსენა: „სიცრუე დამარცხდება, სიმართლე გაიმარჯვებს, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს, ხოლო ადამიანის გულში – სიკეთე“.