თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუკი თბილისი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, თვლის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი.
ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ვიზების გარეშე ეწვიონ საქართველოს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად ვიზები ესაჭიროებათ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი 23 დეკემბრიდან შეამსუბუქებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების მიღების პროცესს. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის აღდგენისათვის წინააღმდეგობაა დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და უსაფრთხოების საკითხები, რომელიც ტერორიზმის გაზრდილ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
„დასაშვებად მივიჩნევ, რომ სავიზო რეჟიმი სრულად გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ადეკვატურ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, დააბალანსებს თავის დამოკიდებულებას აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან და არ აყვება ყველა ანტირუსულ ტენდენციას“, — თქვა პუშკოვმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "Россия сегодня"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პუშკოვის თქმით, რუსეთმა არა ერთხელ აგრძნობინა თბილისს, რომ მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებების გაუმჯობესებისათვის.
„მე მგონია, რომ საქართველო ინარჩუნებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესს. ამასთან საქართველოში კვლავ არის ანტირუსული პოლიტიკა. იგი ყველაზე ხშირად საჯარო სივრცეში სჩანს ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც მაგალითად ქართული დელეგაცია და პირველ რიგში კვლავ მოქმედი სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლები, რუსეთის მიმართ სუპერ რადიკალურ პოზიციას იჭერენ და „კბილებსამსხვრევი“ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ“, — აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ამ ანტირუსული ისტერიის რეციდივები, რომლის მატარებლები ძალიან ხშირად საქართველოს წარმომადგენლები არიან, გავლენას ახდენენ… საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე.
„თუკი საქართველოში მოხდება იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრენი არიან, და სწორედ ეს ანტირუსული ამოფრქვევები მინიმუმამდე დავა, ამასთან ამის წინაპირობა არსებობს… მე ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთობებისათვის ცუდი პერსპექტივები არ გვექნება“, — აღნიშნა პუშკოვმა.