დეპუტატი: ცვლილებები საქართველოს ხელისუფლებაში უკეთეს შედეგს მოიტანს

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება და სათავეში ჩაუდგება პარტია „ქართული ოცენება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს და კოალიცია „ქართული ოცნების „ საარჩევნო სიას. 20:00 საათზე ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში დადებით შედეგს მოიტანს, თვლის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი. 

ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება და სათავეში ჩაუდგება პარტია „ქართული ოცენება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს და კოალიცია „ქართული ოცნების „ საარჩევნო სიას. 20:00 საათზე ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება. 

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
"ნაცმოძრაობა": ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაყენება გადაწყვიტა

„არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ, რატომ და რისთვის ხდება ეს ცვლილებები. ვფიქრობ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება… ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი იყო და კოალიციის საკმაოდ წარმატებული ლიდერი. ვფიქრობ მისი ინტელექტუალური რესურსი და ენერგია გამოყენებული უნდა იქნას და არ დაიკარგოს პარტიისათვის“, — განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს. 

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელია სხვა გადაადგილებებიც. 


ყველა ახალი ამბავი
0