ექსპერტი: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დადებითი ასპექტები

© photo: Sputnikნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა დევდარიანის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იმ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, რომლებსაც რუსეთის ვიზების აღებისას პრობლემები ექმნებოდათ.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია რუსულ–ქართული ურთიერთობებისთვის პოზიტიურ ფონს შექმნის, მიიჩნევს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი. 

დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის წესს გაამარტივებს.

„ეს (სავიზო რეჟიმის გამარტივება) პოზიტიურ ფონს შექმნის საქართველო–რუსეთის ურთიერთობებში. პირველ რიგში, იმ ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს, რომლებსაც რუსეთის ვიზების აღებისას პრობლემები ექმნებოდათ“, – განაცხადა დევდარიანმა Sputnik–ის კორესპონდენტთან საუბრისას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება

ევროკომისიამ პარასკევს,18 დეკემბერს, გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, რის საფუძველზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ამის შესახებ საუბრობდნენ აბაშიძეც და კარასინიც. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზეც მიდის საუბარი. ეს პირველი ნაბიჯია. და ის რომ, ერთი მეორეს დაემთხვა, გასაკვირი არ არის. როდესმე ეს ძალაში უნდა შესულიყო“, – აღნიშნა ექსპერტმა.

2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს  გაუფორმებენ ნებისმიერი ჯერადობის საქმიან, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარულ ვიზებსა და ასევე  კერძო ვიზებს მიწვეულსა და მასპინძელ პირს შორის ნათესაური კავშირის არსებობა–არარსებობის მიუხედავად, ფაქტობრივი მიწვევის საფუძველზე, რომელსაც დადგენილი წესით გასცემენ რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის ორგანოები. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ მომავალში საქართველოსთან ორმხრივი უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0