საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა

© http://gff.ge/kaდავით პეტრიაშვილი
დავით პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში საახალწლოდ ჩამოსულ დავით პეტრიაშვილს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 46 წლის გახდა, 21 დეკემბერს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ქუჩაზე გადასვლისას დაეჯახა.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელისა და უეფას ეროვნული ასოციაციების განყოფილების ხელმძღვანელის, დავით პეტრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით, წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება  გააუქმა, — იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.  

„იგი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი, საქართველოს ელჩი უეფაში, რომელიც ძალ–ღონეს არ იშურებდა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და განვითარებისათვის“, — ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

თბილისში საახალწლოდ ჩამოსულ დავით პეტრიაშვილს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 46 წლის გახდა, 21 დეკემბერს, ქუჩაზე გადასვლისას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. ვინ არის დამნაშავე მომხდარში, ამას გამოძიება დაადგენს. პროკურატურამ მყისიერად აღძრა სისხლის სამართლის საქმე. 

ტრაგიკული გარდაცვალებით, დავით პეტრიაშვილმა მამის, გურამ პეტრიაშვილის ბედი გაიმეორა, რომელიც ასევე ავტოავარიას ემსხვერპლა 2002 წელს. 

„დავით პეტრიაშვილი უბრალოდ სპორტული ჩინოვნიკი კი არ გახლდათ, არამედ წარმოადგენდა საქართველოს საფეხბურთო დინასტიას“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სპორტულმა ჟურნალისტმა თამაზ ჩიქვანაიამ.

„დავითის მამა, „დინამოს“ მცველი გურამ პეტრიაშვილი იმ „ოქროს ბიჭების“ წევრი გახლდათ, ვინც ქართველ გულშემატკივარს დიდი ხნის ოცნება აუხდინა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლები თბილისში ჩამოიტანა… დავითს დაბადებიდან ეწერა საფეხბურთო კარიერა. ის ნახევარდაცვაში თამაშობდა და ყველა აღვნიშნავდით მის უზარმაზარ ტალანტს. სამწუხაროდ, 1992 წელს 22 წლის დავითი, ტერფის ტრავმის გამო, იძულებული გახდა სპორტიდან წასულიყო. მან ვერ მოასწრო ბოლომდე გახსნილიყო როგორც სპორტსმენი“, — ამბობს ჩიქვანაია.   

დავით პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
უეფა და სფფ მწუხარებას გამოთქვამენ დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო

დავით პეტრიაშვილს სპორტული კარიერის ჩინოვნიკის კარიერაზე გაცვლამ მოუწია. 1993 წელს მან მუშაობა დაიწყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბ „დინამოში“. მისი მენეჯერული უნარები მალევე შენიშნეს როგორც საქართველოში, ისე უეფაში და 1999 წელს ის უეფას დელეგატი გახდა. დავითი 2011  წლიდან ოფიციალურად შეუდგა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირში მუშაობას, 2013 წელს კი პროექტების ხელმძღვანელის პოსტზე დააწინაურეს. იგი გახლდათ უეფას პროგრამის, HatTrick–ის 54 ეროვნული ასოციაციის მთავარი საკონტაქტო პირი და ეხმარებოდა მათ ფინანსური, სპორტული და ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელებაში. 

დავით პეტრიაშვილს ხუთშაბათს, 24 დეკემბერს დაკრძალავენ თბილისში. დღის პირველ ნახევარში სამოქალაქო პანაშვიდი ვაჟა–ფშაველას გამზირზე მდებარე წმიდა სამების სახელობის ტაძარში გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0