თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე მსჯელობა მიდის.
ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სათავეში ჩაუდგება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასა და კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას.
„ამ საკითხზე მსჯელობა მიდის. მე არ ვფიქრობ, რომ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები. ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. დაველოდოთ და ყველაფერს გავიგებთ მოგვიანებით", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობას ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. გარდა ამისა, საუბარი მიდის მინისტრთა კაბინეტში სხვადასხვა საკადრო ცვლილების განხორციელებაზეც.